საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს მოხალული ყავის იმპორტი 2022 წელთან შედარებით 29%-ითაა გაზრდილი, 2021 წელთან შედარებით კი 48%-ით.

შესაბამისად, 2023 წელს $14,7 მლნ-ის ღირებულების 1941 ტონა მოხალული ყავის იმპორტი განხორციელდა, 2022 წელს $11,4 მლნ-ის (1639 ტონა); 2021 წელს - $7,6 მლნ-ის (1280 ტონა).

2023 წელს მოხალული ყავის მთავარი იმპორტიორები იყვნენ: იტალია, რუსეთი, სომხეთი და თურქეთი. ათეულშია: ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი, ბულგარეთი და ესპანეთი.

იტალიიდან - $4 მლნ-ის ყავა შემოვიდა;

რუსეთიდან $3,7 მლნ-ის ყავა შემოვიდა;

სომხეთიდან $1.5 მლნ-ის ყავა შემოვიდა;

თურქეთიდან $1.2 მლნ-ის ყავა შემოვიდა.

2022-ში ყავის მთავარი იმპორტიორები: რუსეთი, იტალია, სომხეთი იყვნენ.

რუსეთიდან - $3.34 მლნ-ის ყავა ვიყიდეთ;

იტალიიდან - $2,9 მლნ-ის;

სომხეთიდან - $1 მლნ-ის.

შესაბამისად, რუსეთიდან ყავის იმპორტის 12%-იანი ზრდაა, იტალიიდან 38%-იანი, სომხეთიდან 50%-იანი.

რაც შეეხება მოუხალავი ყავის იმპორტს, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, იმპორტი თითქმის არ შეცვლილა (2023 – 16.2 მლნ-ის ყავა ვიყიდეთ; 2022-ში $16.6 მლნ-ის). მთავარი იმპორტიორები კი ინდონეზია, ვიეტნამი, გერმანია, ბრაზილია და საბერძნეთი იყვნენ.

ამას გარდა, 2023 წელს $87 000-ის მოუხალავი ყავა შემოვიტანეთ რუსეთიდან და $61 000-ის - სომხეთიდან, $62 000-ის თურქეთიდან. 2022-ში $51 000-ის სომხეთიდან და არ ფიქსირდება იმპორტი რუსეთიდან.