გასულ წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ზედამხედველობა 872 ბიზნესოპერატორთან განხორციელდა. ანგარიშის მიხედვით, 3241-ის შემთხვევაში, გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამასთან, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, HACCP-ის აუდიტი, მათ შორის, მითითებების შესრულების მდგომარეობის გადამოწმება ჩატარდა 231 ბიზნესოპერატორთან.

2024 წლის მონაცემებით, ვადაგასული ან/და შეუსაბამო სურსათის გამოყენებისა და რეალიზაციის ფაქტების გამოვლენის შედეგად სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდა:

ხორცი და ხორცპროდუქტები - 15 416 კგ.
სხვა მყარი სურსათი - 7 169 კგ.
თხევადი სურსათი - 6 713 ლ.
კვერცხი - 726 ც.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელთან შედარებით, ყველა კატეგორიის პროდუქტების განადგურების მაჩვენებელი შემცირებულია. კერძოდ, 2023 წელს განადგურდა 37 173 კგ ხორცი და ხორცპროდუქტები , 19 480 კგ სხვა მყარი სურსათი, 599 ლ თხევადი სურსათი, 891 ც კვერცხი.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2024 წელს ჩატარდა 36 985 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება 18422), მათ შორის, გეგმური - 8681; არაგეგმური - 1189, აღიარების მინიჭების მიზნით - 274; გადამოწმება - 8278; დოკუმენტური შემოწმება - 11287; მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა დასახელების სურსათის /სასმელი წყლის 6174 ნიმუშია გამოკვლეული. დარღვევების მაჩვენებელმა კი 9.5% შეადგინა.

www.bpn.ge