I კვარტალში საქართველოში იაპონიიდან 12.8 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა და ამ მაჩვენებლით იაპონია მეცხრე უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა იყო.

BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია - რომელ სექტორებში და კომპანიებში ჩაიდო პირველ კვარტალში იაპონიიდან ინვესტიციები.

საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სექტორები, სადაც იაპონური ინვესტიციები ჩაიდო ასე გამოიყურება:

  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება

რაც შეეხება კომპანიებს, სადაც ამ პერიოდში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო, მათი ათეული ასე გამოიყურება (არაა დალაგებული რეიტინგის მიხედვით):

  • შპს ტოიოტა კავკასია
  • შპს ნოზომი
  • შპს დიზაინ სტუდიო ნაო
  • შპს დასავლეთ ევროპისა და იაპონიის სურსათი (დის)
  • შპს თრუსტოუნ ასეტს
  • შპს ზე ლითლ პრინც

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში (-37.9 მლნ $) და მთლიანად გასულ წელს (-169 მლნ $), იაპონიიდან ინვესტიციები უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა. 2023-2024 წლებში კი იაპონიიდან FDI 60 მლნ დოლარს აჭარბებდა.

bm.ge