ღვინო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია, რომელიც როგორც ხარისხის, ასევე ფასის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ერთი ბოთლი ღვინოს ღირებულება კი არა ქვეყნიდან-ქვეყანამდე, არამედ ქალაქიდან ქალაქამდეც კი შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

სწორედ ამიტომ, კომპანია Magnet Kitchen, Numbeo-ს 2024 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოს 190 ქალაქში ერთი ბოთლი ღვინის საშუალო ფასს აანალიზებს და შესაბამის რეიტინგსაც აქვეყნებს.

როგორც აღმოჩნდა, ერთი ბოთლი ღვინის შეძენა ყველაზე ძვირად ქალაქ ნიუ-იორკშია შესაძლებელი, სადაც საშუალო ფასი ბოთლზე $20-ია. მეტიც, ნიუ-იორკში ღვინის საშუალო ფასი 5-ჯერ აღემატება იმ ქალაქის ფასებს, სადაც ღვინო ყველაზე იაფია.

ნიუ-იორკი საცხოვრებლად ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქია და გამონაკლისი არც ალკოჰოლური სასმელებია. ამის მიზეზი სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალი სააქციზო გადასახადია, რომელიც გალონზე 30%-ს შეადგენს. გარდა ამისა, სასმელი დამატებით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, თუ ალკოჰოლის შემცველობა 24%-ს აღემატება.

15 ქალაქი, სადაც ერთი ბოთლი ღვინო ყველაზე ძვირი ღირს:

  • ნიუ-იორკი, აშშ - $20.00
  • კოლუმბია, აშშ - $18.00
  • სან-ფრანცისკო, აშშ - $17.75
  • ოკლენდი, აშშ - $17.75
  • ფილადელფია, აშშ - $17.00
  • ლაუნჩესტონი, ავსტრალია - $16.45
  • ჰობარტი, ავსტრალია - $16.45
  • ვაშინგტონი, აშშ - $16.00
  • დენვერი, აშშ - $16.00
  • ტაქსონი, აშშ - $15.50
  • ვიქტორია, კანადა - $15.29
  • ფენიქსი, აშშ - $15.00
  • მესა, აშშ - $15.00
  • მაიამი, აშშ - $15.00
  • ნეშვილი, აშშ - $15.00

ევროპაში ერთი ბოთლი ღვინო ყველაზე ძვირი გაერთიანებულ სამეფოში ღირს, რომელიც ოცეულში ხვდება. ღვინის საშუალო ღირებულება აქ ნიუ-იორკზე 6.6%-ით დაბალია და $12-ს აღწევს.

რაც შეეხება ქალაქს, სადაც ღვინო ყველაზე იაფი ღირს, ასეთი ესპანეთის ქალაქი კორდობა აღმოჩნდა, სადაც ერთი ბოთლი, საშუალოდ, $3.55 ჯდება. აღსანიშნავია, რომ კორბოდა ანდალუსიის რეგიონშიც გამოირჩევა იაფ ფასიანი ღვინით - სხვაობა რეგიონის საშუალოსთან 38%-ია.

10 ქალაქი, სადაც ერთი ბოთლი ღვინო ყველაზე იაფი ღირს:

  • კორდობა, ესპანეთი - $3.55
  • რომი, იტალია - $3.55
  • სარაგოსა, ესპანეთი - $3.82
  • მურსია, ესპანეთი - $4.04
  • რეჯიო-კალაბრია, იტალია - $4.37
  • ტაულონი, საფრანგეთი - $4.56
  • კორუნია, ესპანეთი - $4.91
  • მალაგა, ესპანეთი - $4.91
  • ალიკანტე, ესპანეთი - $4.91
  • ტარანტო, იტალია - $4.91

წყარო: bm.ge