წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 105.7 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.8 პროცენტით ნაკლებია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

ხორცის წარმოებამ 18.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 8.4 პროცენტით მეტია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 169.9 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.7 პროცენტით აღემატება.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია 2016-2023 წლების I კვარტალში წარმოებული მეცხოველეობის პროდუქტების დინამიკა: