Galt & Taggart-მა გაანალიზა, რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. აღმოჩნდა, რომ 2025 წელს საქართველომ ტურიზმის, FDI-ის, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების არხების მეშვეობით ისრაელიდან, ირანიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 1.55 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ქვეყნის მიერ მიღებული მთლიანი საგარეო შემოსავლის ($17.3 მილიარდი დოლარის) 9%-ს უტოლდება.
სპარსეთის ყურის ქვეყნებთან საქართველოს ეკონომიკური კავშირი ყველაზე ძლიერია ტურიზმის არხით, შემდეგაა ფულადი გზავნილები, ექსპორტი და FDI.
2025 წელს საქართველოს მთლიანი ტურისტული შემოსავალი 4.7 მილიარდი დოლარია. აქედან ისრაელზე, ირანზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე 923 მილიონი დოლარი მოდიოდა, რაც მთლიანი შემოსავლის 20%-ია.
რაც შეეხება ექსპორტს, ამ ქვეყნებში ექსპორტი ჯამურად 187 მილიონი იყო, რაც ექსპორტის 3%-ია, FDI 114 მილიონს შეადგენდა.
მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 7%;
ფულადი გზავნილები კი 330 მილიონი დოლარი იყო, რაც გზავნილების 9%-ია.
გამოდის, რომ ხელშესახები გავლენა ამ ქვეყნებში არსებულ გეოპოლიტიკურ კრიზისს ყველაზე მეტად სავარაუდოდ სწორედ ტურიზმზე შეიძლება ჰქონდეს.
დეტალური მაჩვენებლები თანხაში გამოხატული:
| ქვეყანა | ტურიზმი | ფულადი გზავნილები | ექსპორტი | პირდაპირი უცხოური ინვესტიციები | ჯამური სავალუტო შემოდინებები |
| ირანი | 124 მლნ დოლარი; | 0.0 მლნ დოლარი; | 39 მლნ დოლარი; | 0 მლნ დოლარი; | 163 მლნ დოლარი; |
| ისრაელი | 586 მლნ დოლარი; | 279 მლნ დოლარი; | 49 მლნ დოლარი; | 42 მლნ დოლარი; | 956 მლნ დოლარი; |
| სპარსეთის ყურის დანარჩენი ქვეყნები | 213 მლნ დოლარი; | 52 მლნ დოლარი; | 99 მლნ დოლარი; | 72 მლნ დოლარი; | 435 მლნ დოლარი; |
| ჯამი - რეგიონი | 923 მლნ დოლარი; | 330.4 მლნ დოლარი; | 187 მლნ დოლარი; | 114 მლნ დოლარი; | 1555 მლნ დოლარი; |