ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით ფრენის სიხშირეები იზრდება და წლის ბოლომდე ათენსა და სალონიკში პირდაპირი რეგულარული რეისები 8 სიხშირით შესრულდება. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ საქართველოში საბერძნეთის სრულუფლებიან ელჩთან, მარია თეოდორუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ირაკლი ქარქაშაძემ საქართველოში საბერძნეთის ელჩს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უმასპინძლა და სამომავლო გეგმები გააცნო.
,,საბერძნეთი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო მიმართულებაა. ქუთაისის აეროპორტიდან ჩვენ სისტემატურად ვზრდით სიხშირეებსა და მიმართულებებს. წლის ბოლომდე ჩვენი აეროპორტიდან ათენისა და სალონიკის მიმართულებით ჯამურად კვირაში 8 სიხშირე გვექნება, რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნა არსებობს და დაინტერესება ჩვენს ქვეყნებს შორის მოგზაურობის კუთხით დიდია, როგორც საქართველოს ისე, საბერძნეთის მოქალაქეების მხრიდან. მივესალმებით, ამ მიმართულებით საქართველოში საბერძნეთის ელჩის აქტიურობას. დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ უფრო გავაღრმავებთ და ვიპოვით შესაძლებლობებს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ამ ეტაპზე, პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან საბერძნეთის დედაქალაქ ათენსა და სიდიდით მეორე ქალაქ სალონიკის მიმართულებით ხორციელდება. 2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით და უკან ჯამურად 57,000 მგზავრმა იმგზავრა.
ქუთაისის აეროპორტიდან ამჟამად რეისები ხორციელდება ათენისა და სალონიკის მიმართულებით.
ათენი: კვირაში 3 სიხშირით, საშუალო დატვირთვა 191 რეისი მგზავრზე (87-88%). 2023 წლის ბოლომდე იგეგმება სიხშირეების ზრდა 5-მდე. სალონიკი: კვირაში 3 სიხშირით, საშუალო დატვირთვა 201 მგზავრი რეისზე (90%-მდე დატვირთვა).
სალონიკი: კვირაში 3 სიხშირით, საშუალო დატვირთვა 201 მგზავრი რეისზე (90%-მდე დატვირთვა).
2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით და უკან ჯამურად 57,000 მგზავრმა იმგზავრა.