ღვინის მწარმოებელმა რვა მარანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოფენაზე „RAW Wine“ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ღვინოები წარადგინა. გამოფენის სტუმრები ქართული მარნების: „ბაიას ღვინო“, „იბერიული“, „მარანი სილოვანი“, „მუშკუდიანის მარანი“, „ნიკალას მარანი“, „ანაპეა“, „სიმონ ჩხეიძეს ღვინის მარანი“ და „ველინო“ ღვინოებს და, ამავდროულად, ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს და ისტორიას გაეცნენ.
მიმდინარე წელს, გამოფენაში 14 ქვეყნის 80-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ჩილე და სხვა.
,,RAW Wine“ (The Artisan Wine Fair) ერთ-ერთი გამორჩეული გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი. მსგავს პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენით, იზრდება ქართული ღვინის ცნობადობა, რაც პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა.
აღსანიშნავია, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება
ქართული ღვინო, ლოს-ანჯელესში, ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზე „RAW Wine“ იყო წარმოდგენილი
ლავროვმა ოკუპ. რეგიონების ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრებთან საქართველოსგან თავდაუსხმელობის საკითხი განიხილა
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ევროკავშირი ოთხი კანდიდატი ქვეყნისთვის გაწევრიანების გზამკვლევს ამზადებს, სიაში საქართველო არ არის - Politico
საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ყველა საკითხი მეგობრულ რეჟიმში განიხილება - ჩვენ დაძაბულობა არ გვაქვს - ირაკლი კობახიძე
მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი როგორც აშშ-ის პრეზიდენტს, ისე სახელმწიფო მდივანს, აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე