2026 წლის იანვარში ქართული დაფნის ექსპორტი წლიურად 137%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარში ადგილობრივ ექსპორტზე გავიდა 1.831 მლნ დოლარის ღირებულების 432 ტონა დაფნა, ხოლო 2026 წლის იანვარში 4.335 მლნ დოლარის 1 034 ტონა ქართული დაფნის ექსპორტი განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში უცვლელი დარჩა ქართული დაფნის საექსპორტო ფასი. კერძოდ, როგორც წელს, ასევე გასული წლის იანვარში 1 კგ. ქართული დაფნის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 4.2 დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ქართული დაფნისთვის მთავარი სავაჭრო ბაზარი კვლავაც ჩინეთია. მაგალითისთვის, 2026 წლის იანვარში ჩინეთის წილმა დაფნის ექსპორტში 85% შეადგინა.

კერძოდ, 5 ძირითადი ქვეყანა, სადაც ქართული დაფნის რეალიზაცია განხორციელდა, ასე გამოყურება:

  • ჩინეთი - 3.701 მლნ დოლარის ღირებულების 912 ტონა;
  • რუსეთი - 450 ათასი დოლარის ღირებულების 79 ტონა;
  • უკრაინა - 98 ათასი დოლარის ღირებულების 17 ტონა;
  • სენეგალი - 38 ათასი დოლარის ღირებულების 18 ტონა;
  • აშშ - 22 ათასი დოლარის ღირებულების 3.7 ტონა.

www.bpn.ge