"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდს, „აბრაამ ლინკოლნს“ (USS Abraham Lincoln) ოთხი ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს, - ინფორმაციას BBC-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აბრაამ ლინკოლნი“ აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე Nimitz-ის კლასის ავიამზიდია. მის ბორტზე განთავსებულია სტელსის სისტემის F-35 ტიპის რეაქტიული თვითმფრინავები, რომლებსაც მტრის რადარისგან თავის დაღწევა შეუძლიათ.

დამრტყმელ ჯგუფს ასევე ჰყავს სამი გამანადგურებელი, რომლებიც დატვირთულია Tomahawk-ის სახმელეთო ფრთოსანი რაკეტებით და ჩვეულებრივ თან ახლავს ბირთვული წყალქვეშა ნავი, რომელიც იგივე იარაღს ისვრის.

BBC Verify-ის მიერ გადამოწმებული თანამგზავრული ფოტოების თანახმად, ის 15 თებერვალს ომანის სანაპიროსთან შენიშნეს.

აშშ-ს ირანის განცხადებისთვის, ჯერჯერობით, არ უპასუხია.

www.interpressnews.ge