აშშ-ის სამხედრო ძალების ინფორმაციით, ირანული გემი ჩაძირეს.

კერძოდ, აშშ-ს სამხედრო ძალებმა განახლებული ინფორმაცია გაავრცელეს ირანულ სამიზნეებზე თავდასხმების შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ გემი ომანის ყურეში იძირება.

„გემი ამჟამად ომანის ყურის ფსკერზე, ჩაჰ ბაჰარის ნავმისადგომთან იძირება“, - ნათქვამია აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადებაში.

ამასთან, აშშ მოუწოდებს კიდევ ერთხელ ირანის შეიარაღებულ ძალებს, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ და პოლიციას იარაღი დაყარონ.

„როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ირანის შეიარაღებული ძალების, IRGC-ის და პოლიციის წევრებმა „იარაღი უნდა დაყარონ“, გემი მიატოვეთ“, - აცხადებს აშშ-ს სამხედრო ძალები.

www.interpressnews.ge