საქართველოში მარწყვის იმპორტის მაჩვენებლები კლებას აჩვენებს. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში მარწყვის იმპორტი როგორც ღირებულებით, ისე მოცულობით ნაწილში შემცირდა.

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 1 460.1 ათასი დოლარის ღირებულების 1 051.1 ტონა მარწყვი შეიძინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში 1 589.2 ათასი დოლარის ღირებულების 1 226.6 ტონა პროდუქტი შემოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს იმპორტირებული მარწყვის მოცულობა დაახლოებით 175 ტონით არის შემცირებული. საქსტატის მაჩვენებლებით ირკვევა, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში მარწყვის იმპორტი 14.3%-ით არის შემცირებული.

ქართულ ბაზარზე მარწყვის მთავარ მომწოდებლად კვლავ თურქეთი რჩება, საიდანაც მიმდინარე წლის დასაწყისში 1 015.2 ტონა პროდუქტი შემოვიდა. 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში მარწყვის იმპორტი სამი ბაზრიდან დაფიქსირდა.

  • თურქეთი 1 015.2 ტონა;
  • აზერბაიჯანი - 25.0 ტონა;
  • პოლონეთი - 10.9 ტონა;

www.businessinsider.ge