პირველი სატვირთო მატარებელი ჩინეთიდან თურქეთში ახალი მარშრუტით შუა დერეფნის გავლით გაიგზავნა. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა Trend აზერბაიჯანის რკინიგზაზე (AZD) დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, 110 კონტეინერისგან შემდგარი საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით დატვირთული მატარებელი 28 ივნისს ჩინეთის პროვინციის ძიანგსუს დედაქალაქი ნანჯინგიდან სტამბოლის მიმართულებით ცენტრალური აზია-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტით გაემგზავრა.

„ამჟამად ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, ცენტრალური აზიის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით“, - ნათქვამია AZD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.