„საქსტატის“ ინფორმაციით, ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა.
2024 წლის ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის ნიორი, კივი და ლიმონია.
2024 წლის ოქტომბერში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირებული საქონელი:
| # | საქონელი | ფასების წლიური ცვლილება 2024 წლის ოქტომბერში |
| 1 | ნიორი | 69% |
| 2 | კივი | 52% |
| 3 | ლიმონი | 31% |
| 4 | ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი | 30% |
| 5 | თვითმფრინავით მგზავრობა | 28% |
| 6 | ფორთოხალი | 28% |
| 7 | მანდარინი | 26% |
| 8 | მღებავის მომსახურება | 24% |
| 9 | ბრინჯი | 24% |
| 10 | ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება | 23% |