ოქროს საერთაშორისო ბირჟებზე 1 უნცია ოქროს ღირებულებამ 1961 დოლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. ფასი მაისთან შედარებით  2.52%-ით არის გაზრდილი, წლიურად ზრდა კი თითქმის 14%-ს შეადგენს. ივლისში ოქროს ფასის ზრდის მიზეზად საპროცენტო განაკვეთის შესაძლო ზრდას ასახელებენ.

დოლარის საერთო შესუსტების ფონზე, ეს ფასი უმაღლესი ნიშნულია ბოლო პერიოდის განმავლობაში, რადგან აშშ-ში ინფლაციის შენელებამ გააჩინა იმედი, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა პოლიტიკის გამკაცრების ციკლის დასასრულს უახლოვდება.

ანალიტიკოსების პროგნოზით, მომავალ წელს ოქროს ფასი 1800 დოლარის ფარგლებში იქნება. 

2023 წლის განმავლობაში 1 უნცია ოქროს ფასი უმეტესად 2000 დოლარის ფარგლებშია, მაშინ, როცა 2022 წელს, ძირითადად, 1800 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დღევანდელი მდგომარეობით კი, 1 უნცია ოქროს ღირებულება 1,961 დოლარს შეადგენს.