შინაური მტრედების, მწყერების, სელაპების, ირმების, ბაყაყის თათების და ა.შ. ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტების (ახალი, გაცივებული ან გაყინული) იმპორტი ბოლო ხუთ წელიწადში 518.42%-ით გაიზარდა.

2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში 26 100 დოლარის ღირებულების  2.35 ტონა სელაპის, ირმის, მწყერის, მტრედის და ბაყაყის თათების ხორცის იმპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.18-ჯერ მეტია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ წლების მანძილზე, მთავარი იმპორტიორი ქვეყნები გერმანია და საფრანგეთი არიან.

იმპორტიორი ქვეყანა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში:

2019

გერმანია $132 (0.30ტ); ნიდერლანდები $310 (0.05ტ); დანია $250 (0.03ტ)

2020

გერმანია $1120 (0.23ტ); საფრანგეთი $540 (0.06ტ)

2021

გერმანია $1550 (0.35ტ); საფრანგეთი $660 (0.03ტ); ბულგარეთი $350 (0.02ტ)

2022

გერმანია $1120 (0.25ტ); საფრანგეთი $1770 (0.07ტ); ლუქსემბურგი $640 (0.03ტ)

2023

გერმანია $25 350 (2.33ტ); საფრანგეთი $750 (0.02ტ)