საქართველოს მთავრობამ 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.3%-მდე გაზარდა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, რაც 8.3%-ს შეადგენდა, გადაიხედა მთლიანად 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ის 5%-დან 6.3%-მდე გაიზარდა.
„4 თვეში 8%-ზე მეტი გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ბიუჯეტი დაგეგმილი გვქონდა 5%-ის რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ვინაიდან უფრო მაღალი მაჩვენებელია, გადავხედეთ ამ მიმართულებას და წელს პროგნოზი გვაქვს, რომ რეალური ეკონომიკური ზრდა იქნება 6.3%.
ოპტიმისტური სცენარით ზრდა აღწევს 7%-ს, ხოლო პესიმისტური სცენარით, რაც ყველა რისკის მატერიალიზაციას გულისხმობს დაახლოებით 4.4%-ის ფარგლებში. რაც შეეხება ინფლაციას, წელს საბაზო სცენარით იქნება 4.9% ხოლო შემდგომ წლებში დაუბრუნდება 3%-ის სამიზნე მაჩვენებელს მიუახლოვდება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.