„მთავრობა და ეროვნული ბანკი იტყუება, Fitch-მა რეიტინგი არ გაგვიუარესაო. სინამდვილეში რეიტინგის პერსპექტივის მაჩვენებელი “სტაბილურიდან” “ნეგატიურამდე” შეამცირა“,- წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
გოცირიძე დარწმუნებულია, რომ Fitch-ის მომდევნო ნაბიჯი საქართველოს სუვერენული რეიტინგის BB- მდე დაქვეითება იქნება.
„ეს კიდევ ერთი საფეხურით გაუარესებაა. უფრო ადრე გვქონდა “პოზიტიური”, რაც “სტაბილურით” შეიცვალა ( ანუ გაუარესდა). ახლა უკვე “ნეგატიურამდე” დავეშვით. შემდგომი ნაბიჯი უკვე თავად BB რეიტინგის BB- მდე დაქვეითება იქნება. მსგავსი რეიტინგი ქვეყანას 2007 წელს ჰქონდა“, - აღნიშნავს რომან გოცირიძე და ხაზს უსვამს იმ გარემოებაას, რომ ეს ნიშნავს ინვესტიციების შემცირებას, სესხის გაძვირებას ქვეყნისთვისაც და ბიზნესისთვისაც.
"ბიზნესს თუ მაღალი რეიტინგი აქვს( მაგ. თბს ან საქ. ბანკს), ავტომატურად დაუქვეითდება, რადგან ქვეყნის კომპანიას არ შეიძლება ჰქონდეს იმაზე მაღალი რეიტინგი, ვიდრე ქვეყანას. მაგ. თუ ქვეყნის რეიტინგი არის BB- , ვერ ექნება BB ან BB+ რომელიმე კომპანიას. ზოგადად, BB არასაინვესტიციო რეიტინგია. საინვესტიციოა BBB. ინვესტორისათვის რეიტინგი პირველია, რითაც მის რისკებს აფასებს. საერთაშორისო ბრენდები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არასაინვესტიციო რეიტინგის მქონე ქვეყნებში არ შედიან“, - წერს გოცირიძე.
Fitch-მა რეიტინგი არ გაგვიუარესაო. სინამდვილეში რეიტინგის პერსპექტივის მაჩვენებელი “სტაბილურიდან” “ნეგატიურამდე” შეამცირა.
Fitch-ის მიხედვით, პოლიტიკური კრიზისის გაგრძელებისა და დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში, ურთიერთობები დასავლურ ქვეყნებთან შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს, რაც პოტენციურად გამოიწვევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ან მრავალმხრივი დაფინანსების შემოდინების შემცირებას.
Fitch-ის ვარაუდობს, რომ "პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) სრულად ვერ დაფარავს მდგრად დიდ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, დასავლეთის მსხვილ ქვეყნებთან ურთიერთობების გაუარესების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წყაროა".
სააგენტოს ამგვარი პროგნოზის საშუალებას აძლევს ის ფაქტიც, რომ წლის პირველ ნახევარში საქართველოში უცხოური ინვესტიციები წლიურ ჭრილში 34%-ით შემცირდა.
Fitch-ის განახლებული პროგნოზით, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში, კვლავ მიზნობრივ, 3%-ზე ნაკლები იქნება და 2%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება. სააგენტოს ვარაუდით, 2025 წელს ინფლაცია 2.1%, ხოლო 2026 წელს 2.3% იქნება.
Fitch-ი რეზერვების შემცირებასთან დაკავშირებულ რისკებზეც მიანიშნებს და წერს, რომ ნოემბერში სებ-მა რეზერვების შევსების მიზნით 124.5 მილიონი დოლარი შეიძინა. ახალ ანგარიშში ასევე წერია, რომ სებ-ი ერთგული რჩება საერთაშორისო რეზერვების დაგროვების გაცხადებული პოლიტიკის,თუმცა, Fitch-ი მომავალ გაყიდვებს არ გამორიცხავს.
საკრედიტო სააგენტო აღნიშნავს, რომ სებ-ის გადაწყვეტილება კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის 5 პროცენტული პუნქტით გაზრდა ხელს შეუწყობს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდას.