გლობალური წარმოების 16,91%-ით, მსოფლიოში ყურძნის უმსხვილესი მწარმოებელი 2022 წელს ჩინეთი იყო. მან 12 673 000 ტონამდე ყურძენი აწარმოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Food and Agricultural Organisation ავრცელებს. 

მეორე ადგილზე იტალიაა (11,26%), მესამეზე - საფრანგეთი (8,27%), ხუთეულშია - ესპანეთი (7,88%) და შეერთებული შტატები (7,17%). 2022 წელს მსოფლიოში ყურძნის მთლიანი წარმოება 74,9 მილიონ ტონა იყო.

საქართველო ამ რეიტინგში 32-ეა 287 300 ტონა ყურძნის წარმოებით. მეექვსე ადგილზე თურქეთი 4 165 000 ტონა ყურძნის წარმოებით, მე-20-ზე რუსეთი (890 000 ტ), 34-ზე უკრაინა (258 000 ტ-მდე), 37-ზე სომხეთი (226 000 ტ-მდე), 39-ზე აზერბაიჯანი (213 000 ტ-მდე).

მსოფლიოს უმსხვილესი ყურძნის მწარმოებლების ათეული ასეთია:

  • ჩინეთი - 12 672 896 ტონა ყურძენი;
  • იტალიაა - 8 437 970 ტონა ყურძენი;
  • საფრანგეთი - 6 199 950 ტონა ყურძენი;
  • ესპანეთი - 5 902 040 ტონა ყურძენი;
  • აშშ - 5 372 800 ტონა ყურძენი;
  • თურქეთი - 4 165 000 ტონა ყურძენი;
  • ინდოეთი - 3 401 000 ტონა ყურძენი;
  • ჩილე - 2 402 686 ტონა ყურძენი;
  • სამხრეთ აფრიკა - 2 064 742 ტონა ყურძენი;
  • არგენტინა - 1 936 803 ტონა ყურძენი;