მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირე კვირაში 24 რეისამდე გაიზარდა. რუსული Азимут-ი და Georgian Georgian Airways-ი მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირეს ზრდიან. Азимут-ი კვირაში შვიდი რეისის ნაცვლად, დღეში - 2, სულ 14 რეისს განახორციელებს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„ამჟამად ფრენები ყოველ დილით შესრულდება, ხოლო 5 ივლისიდან განრიგში გამოჩნდება რეისი საღამოს გაფრენით“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა ვებგვერდზე.
Georgian Airways-ის მაისიდან დადგენილ ყოველდღიურ რეისებს, კვირაში სამი რეისი ემატება თბილისი-მოსკოვი-თბილისის სიხშირეზე.
ავიაკომპანიას ამის შესახებ სოციალურ მედიაში არ გამოუცხადებია, მაგრამ ვებსაიტმა დამატებითი ფრენებისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. რეისები შესრულდება ორშაბათს, ხუთშაბათს და კვირას.
ამრიგად, მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირე კვირაში 24 რეისამდე გაიზარდა.