მომავალ კვირიდან რუსული ავიაკომპანია Азимут-ი და Georgian Airways რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების დასაწყებად ემზადებიან. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-ი აქვეყნებს. გამოცემა იმასაც წერს, რომ ფრენების დასაწყებად ქართულ მხარეს ფორმალობები აქვს მოსაგვარებელი.
RBC-ი წერს, რომ Азимут-ს ვნუკოვოდან თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყება 16 მაისიდან შეუძლია, Georgian Airways-ს -18 მაისიდან.
„18 მაისს, ან ცოტა მოგვიანებით. იმედი გვაქვს, უახლოეს 10 დღეში დავიწყებთ ფრენებს“, - უცხადებს RBC-ს Georgian Airways-ის ჯგუფის პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილმა.
RBC-ის წყაროს ცნობით, Азимут-ი თბილისში ფრენებს კვირაში 6-ჯერ გეგმავს.
Georgian Airways-ს არ აქვს დაბრკოლება მოსკოვის მიმართულებით ფრენების აღდგენისთვის, უბრალოდ ყველაფერი კარგად უნდა დაგეგმოთ“, - აცხადებს გაიაშვილი. მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთში ფრენების დაწყების დარჩენილი ფორმალობების დასრულებას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.
Georgian Airways -ის წარმომადგენლები თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენების ბილეთების გაყიდვის დაწყებას მომავალი კვირის დასაწყისში განიხილავენ, წერს RBC-ი.