საქსტატის მონაცემებით, ბოლო 2 წელში მინერალური და მტკნარი წლების ექსპორტი თითქმის 21%-ითაა შემცირებული. 2021 წელს $142 მლნ-მდე ღირებულების (260 ტონა) მინერალური და მტკნარი წლები გავიდა ექსპორტზე, 2022-ში - $113 მლნ-ის და $132 მლნ-ის (203 და 205 ტონა) მინერალური და მტკნარი წლები.

2023 წელს მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა რუსეთი იყო, სადაც მთლიანი საექსპორტო პროდუქციის 54% გაიყიდა.

მინერალური და მტკნარი წლების ექსპორტი 5 ექსპორტიორი ქვეყანა იყო:

რუსეთი - $62 მლნ-ის 112 ტონა;

ყაზახეთი - $25 მლნ-ის 33 ტონა;

უკრაინა - $14 მლნ-ის 18 ტონა;

ლიეტუვა - $8 მლნ-ის 11 ტონა;

უზბეკეთი - $7 მლნ-ის 8 ტონა.

რაც შეეხება იმპორტს, 2023 წელს წინა წელთან შედარებით 715%-ითაა შემცირებული მინერალური და მტკნარი წლების იმპორტი.

გასულ წელს ქვეყანაში შემოვიდა $145 000 280 ტონა მინერალური და მტკნარი წალი, 2022 წელს - $1,1 მლნ-ის 2284 ტონა წყალი.

2023 წელს იმპორტიორი ქვეყნები იყვნენ: იტალია, თურქეთი, საფრანგეთი, გერმანია;

2022 წელს მთავარი იმპორტიორები უკრაინა და ისრაელი იყვნენ. საქსტატის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, შემცირებაზე გავლენა ორივე ქვეყანაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა იქონია.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს უკრაინიდან $865 000-ის 1.7 მლნ ტონა მინერალური და მტკნარი წლების იმპორტი განხორციელდა, ისრაელმა $74 000 112 ტონა წყალი.