„ლენტეხი ჰესის“ წლიური გამომუშავება საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის 6% იქნება.
ჰესის მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, მდინარე ცხენისწყალზე იგეგმება.
ჰესის საერთო დადგმული სიმძლავრე 192 მგვტ-ია, საშუალო წლიური გამომუშავება კი 668 მლნ კვტ.სთ.
ტექნიკური მიზანშეწონილობის შესწავლის ეტაპი დასრულებულია და პროექტი ექსპლუატაციაში 2026 წლიდან შევა.
აღნიშნულ პროექტში, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი მინორიტარული წილის მფლობელი იქნება, ხოლო მსხვილი წილის მფლობელი კორეული კომპანია Korea Hydro & Nuclear Power-ია.
პროექტის საინვესტიციო მოცულობა $385 მლნ-ს შეადგენს და მისი დასრულება 2027 წელს იგეგმება.