ტურზიმის სფეროში გვაქვს კარგი მონაცემები, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები 8.3%-ით გაიზარდა ამ წლის პირველ კვარტალში, შარშანდელ პირველ კვარტალთან შედარებით.

 

„ტურიზმი არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგი და გარდა ამისა, ტურიზმის არის ერთ-ერთი გამოხატულება იმისა, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა და მოხარული ვართ, რომ ამ სფეროშიც გვაქვს დადებითი დინამიკა“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.