2023 წლის მაისში ხორბლის ფასი თვიურად 9.1%-ით შემცირდა. ინფორმაციას Galt&Taggart ნედლეულის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაში აქვეყნებს.
მსოფლიო ბანკის თანახმად, უკრაინაში ომის შემდგომი შეფერხებები თავიდან აცილების და ხორბლის ძირითადი მწარმოებელი ქვეყნების კარგი მოსავლის მოლოდინების გათვალისწინებით, 2023 წელს ხორბლის (U.S., HRW) საშუალოწლიური ფასი $355.0-ს (-17.4% წ/წ), ხოლო 2024 წელს $335.0-ს (-5.6% წ/წ) გაუტოლდება.
რაც შეეხება საქართველოს, ხორბლის იმპორტისთვის საქართველომ მიმდინარე წლის 4 თვეში 14 მლნ დოლარი დახარჯა, რაც 4 თვეში წლიურად 6.3%-იანი ზრდა არის.
2017-2022 წლებში ხორბლის იმპორტისთვის დაიხარჯა:
2017 წელს - $98 მლნ;
2018 წელს - $115 მლნ;
2019 წელს - $ 109 მლნ;
2020 წელი - $108 მლნ;
2021 წელი - $93 მლნ;
2022 წელი - $65 მლნ.