Galt & Taggart-ის კაკლოვანი კურლტურების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, საქართველო კაკლის წმინდა იმპორტიორია. საქართველოში კაკლის იმპორტის 88.7% არის უკრაინიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან და ჩინეთიდან. მიმოხილვის მიხედვით, იმპორტირებული კაკალი ბაზარზე უხარისხოდ მიიჩნევა. ჩინური კაკალი საგრძნობლად გაიაფებულია ჩინეთში გაზრდილი წარმოების გამო.

მიმოხილვის თანახმად, იმპორტი ადგილობრივ წარმოებას ხელს არ უშლის, რადგან ქართული კაკალი მთლიანად ადგილობრივად რეალიზდება. 2022 წლის მონაცემებით, საქართელო ექსპორტზე კაკლის 0,02% გააქვს.

კაკლოვანი კურლტურების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, აშშ, მექსიკა, ჩილე და ჩინეთი კაკლის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან. 2022 წლის მონაცემებით, მათ შორის აშშ-მა ექსპორტზე კაკლის 38,0% გაიტანა, მექსიკას 15,6%-ი, მას მოსდევს ჩილე 14.0%-იანი წილით, შემდეგი არის ჩინეთი 11,5-ით და საქართელო 0,02%-ით. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მათზე ექპორტის 20,9%-ია.

კაკლის ექსპორტი ხორცილედება როგორც ნაჭუჭგაცლილად, ასევე ნაჭუჭიანად. მსოფლიო კაკლის ექსპორტის ღირებულება სტაბილური იყო 2017-22 წლებში, თუმცა მოცულობაში გაზრდილია (24.7% ით ნაჭუჭგაცლილი, 21.6%-ით ნაჭუჭიანი).

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, კაკლის უდიდესი იმპორტიორები არიან გერმანია (13.7%), გაერთიანებული საემიროები (8.7%), თურქეთი (7.5%), იტალია (5.5%) და მექსიკა (5.0%).