ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 4.7 ათასი ტონა, რაც 4.9 ათასი ტონით ანუ 51%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,6 ათასი ტონა) შედარებით.

მ/წლის იანვარში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 2,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 51,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი - 2,2 ათასი ტონა (46,8%); აზერბაიჯანი - 0,1 ათასი ტონა (2,1%);

2024 წლის იანვრის თვეში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 5,61 ათასი ტონა, რაც 1,58 ათასი ტონით ანუ 39,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,03  ათასი ტონა) შედარებით.

მ/წლის იანვარში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,8%  (5,60 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.