2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 103 286.51 ათასი დოლარის ღირებულების 1,468,188.05 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით 51%-იანი ზრდაა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 971,005.3 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია გაყიდა.
საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის პირველი ექსპორტიორი ქვეყანა თურქეთია, სადაც 9 თვეში 94,015.29 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გავიდა.
2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ქვეყნების მიხედვით საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგია ასე ნაწილდება:
თურქეთი - 94,015.29 ათასი დოლარი,
აზერბაიჯანი - 5,147.94 ათასი დოლარი,
სომხეთი - 4,116.35 ათასი დოლარი,
რუსეთი - 6.93 ათასი დოლარი.