სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2023 წლის ივლისის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.5%-ით არის შემცირებული, ხოლო 2023 წლის ივლისი ივნისთან შედარებით 0,4%-ით.
საქსტატის მონაცემებით, წლიურ ჭრილში HICP -ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: განათლება (7.0%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (6.4%), და სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (6.1%).
საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეების ინდექსი გაზრდილია 3,5%-ით, ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთების ინდექსი 1,4%-ით, ხოლო ტანსაცმელი და ფეხსაცმლის ინდექსი 0.8%-ით.
სამაგიეროდ HICP-ის შემცირებაა ტრანსპორტში, ამ სეგმენტში ივლისიდან ივლისამდე კლება 13,1%-ია, ჯანმრთელობის დაცვის ინდექსში 7.3%-იანი კლებაა, ხოლო კავშირგაბმულობის სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი 2.7%-ითაა გაიაფებული. 0.2%-იანი კლება ფიქსირდება ასევე სურსათი და უალკოჰოლო სასმელების HICP-ში.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.