Galt&Taggart-მა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა.

საქსტატმა მშპ და სხვა მაკროეკონომიკური ინდიკატორების ისტორიული მწკრივები გადაიანგარიშა, როგორც ეს არის რეკომენდირებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (IMF და Eurostat). ამ გადაანგარიშებიდან გამომდინარე, რეალური მშპ-ს ზრდა, ნომინალური მშპ და ერთ სულ მოსახლეზე მშპ ახლა უფრო მაღალია ყოველწლიურად ძველ მონაცემებთან შედარებით 2010 წლიდან 2023 წლამდე.

ამასთან, რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი ზრდის მიმართულებით გადაიხედა 7.5%-მდე 2023 წელს ძველ მწკრივში დაფიქსირებული 7.0%-დან, ხოლო რეალური მშპ-ის ზრდა საშუალოდ 9.7% იყო 2021-23 წლებში ახალი მონაცემებით წინა მონაცემებში დაფიქსირებულ 9.3%-თან შედარებით. რეალური ზრდის ტემპი კლების მიმართულებით მხოლოდ 2014 წელს შეიცვალა: 4.1% ახალი მონაცემებით vs 4.4% ძველი მონაცემებით.

„ამ გადაანგარიშებიდან გამომდინარე, ჩვენი საბაზისო სცენარით 2024 წელს ვპროგნოზირებთ 6.0%-იან ეკონომიკურ ზრდას, რაც გავზარდეთ ამ გადაანგარიშებამდე არსებული 5.4%- იანი პროგნოზიდან“, - ნათქვამია Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.