„გვინდა იგივე ტერიტორიაზე, იგივე საწყალოსნო წერტილში ახალი პორტის აშენება, სადაც დიდი კონტეინერები შემოვა“, - ამის შესახებ APM ტერმინალს ფოთის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა მარიო ესკობარიმ სასტუმრო „ბილტმორში“ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ორგანიზებითა და ევროკავშირისა და ევროპის ბიზნეს ასოციაციის თანამშრომლობით ჩატარებულ კონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც რეგიონის სატრანსპორტო ინდუსტრიის პოტენციალსა და სექტორში არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა.
APM ტერმინალს ფოთის ბიზნესის განვითარების მენეჯერ, მარიო ესკობარის თქმით, მთავარი გამოწვევა ინფრასტრუქტურა, სატრანზიტო დრო და ბიუროკრატია.
„ჩვენ ჩინეთიდან 65 ნავსადგურში მოგვაქვს ტვირთები, მათ შორის ფოთში. მთავარი გამოწვევა არის სატრანზიტო დრო და ბიუროკრატია. APM ტერმინალმა ფოთის ნავსადგურების ინფრასტრუქტურის განვითარებაში 100 მლნ დოლარი უკვე დახარჯა. ინფრასტრუქტურის და მომსახურების ხარისხის განვითარება უნდა განვაგრძოთ. ბოლო წლებში გავაუმჯობესეთ პროცესები. ჩავრთეთ ახალი კონტეინერები და ახალი აღჭურვილობა“, - განაცხადა მარიო ესკობარმა.
მისი თქმით, APM ტერმინალი, პორტის ტერიტორიაზე, დიდი კონტეინერებისთვის, იგივე საწყალოსნო წერტილში, ახალი პორტის აშენებას გეგმავს.
„ბოლო წლებში გავაუმჯობესეთ პროცესები. ჩავრთეთ ახალი კონტეინერები, ახალი აღჭურვილობა. გრძელვადიან პერსპექტივაში ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, როგორ კვალს დავტოვებთ. ჩვენი მიზანი, ფოთის პორტში, ჩვენი სიმძლავრეების გაორმაგებაა. უნდა განვითარდეს ტექნიკა, გვექნება უახლესი აღჭურვილობა, კონტეინერები და ახალი პორტი. გვინდა განახლდეს „შუა დერეფნის“ თითოეული კომპონენტი. „პროექტის პირველი ფაზა დასრულდება 2026 წელს, მეორე ფაზა - 2028 წელს. შედეგად დიდი და მრავალფეროვანი ნავსადგური გვექნება“, - განაცხადა მარიო ესკობარმა.