ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) მფლობელი ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არსებული „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“ გახდა.
საჯარო რეესტრში ცვლილება 1 ოქტომბერს დარეგისტრირდა. ამასთან, შეიცვალა კომპანიის დირექტორიც — ზურაბ სავანელის ნაცვლად თანამდებობა ლაშა ბოსტაშვილმა დაიკავა.
თიზ-ის 75% 2017 წელს ჩინურმა CEFC-მ 24.6 მლნ ლარად შეიძინა და 150 მლნ დოლარის ინვესტირების ვალდებულება აიღო, თუმცა ვალდებულება სრულად არ შესრულებულა. 2025 წლის მაისში სახელმწიფომ კომპანიას საკონტროლო პაკეტი ჩამოართვა.
2025 წელს თიზ-ის შემოსავალმა 4.7 მლნ ლარი, მოგებამ კი 300 ათასი ლარი შეადგინა. კომპანიას დაგროვილი აქვს 30.3 მლნ ლარის ზარალი. მის საკუთრებაშია ფოთის პორტთან მდებარე 1 მლნ კვ. მეტრზე მეტი მიწა, რომელსაც იჯარით გასცემს.