Enka Renewables საქართველოში პროექტის შეწყვეტის გამო კომპენსაციას მიიღებს. 

კომპანიის მიერ საჯარო გამჟღავნების პლატფორმისთვის (KAP) გაკეთებული განცხადების თანახმად, დასრულებულია საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი მისი შვილობილი კომპანიის ENKA Renewables-ის მიერ საქართველოში ნამოხვანის კასკადის ჰესების პროექტის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიის შვილობილმა ხელშეკრულება გამართლებულად შეწყვიტა და საქართველოს მთავრობა ვალდებული გახდა შვილობილი კომპანიისთვის დაახლოებით 383,2 მილიონი დოლარის კომპენსაცია გადაეხადა (პროცენტების ჩათვლით).

საარბიტრაჟო დავა 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ინვესტორთან მოშალა ნამოხვანჰესის $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შეთანხმება.

კომპანიამ არბიტრაჟს მიმართა სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო, რაც საინვესტიციო შეთანხმების მოშლას უკავშირდებოდა.