საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკისთვის გამორჩეულად პრიორიტეტულ სექტორს წარმოადგენს, რომელიც, ინვესტიციების მოზიდვის უდიდეს შესაძლებლობასთან ერთად, ქმნის უმთავრეს ღირებულებას - ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას. 
„ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან დიდი ძალისხმევა მოვახმარეთ იმას, რომ,  უპირველესად, უშუალოდ ეკონომიკის  სამინისტროში გაგვეკეთებინა საკმაოდ ძირეული რეფორმა, იგივე  ოპტიმიზაცია სამინისტროს ენერგეტიკულ უწყებებში. დღეს უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გატარებული ღონისძიებებით 349 მილიონი ლარის ოპტიმიზაცია მოხდა, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ასევე  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად, დაახლოებით 25 მილიონი ლარის დანაზოგი აქვს ბიუჯეტს ამ ოპტიმიზაციის შედეგად, რაც უფრო მეტწილად  საკადრო ოპტიმიზაციით არის განპირობებული.  
„ხაზგასასმელია,  რომ დაზოგილი თანხა სრულად მოხმარდება უწყებებისა და უშუალოდ, ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებას“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.