ელექტრომობილების იმპორტი მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-თებერვალში ქვეყანაში 927 ერთეული (16,388 მლნ აშშ დოლარი) ელექტროძრავის მქონდე მანქანა შემოვიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით ყველაზე მაქსიმალურ მაჩვენებელია. ამასთან, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 100%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

შედარებისთვის, გასული წლების სტატისტიკა ასეთია:

2024 წლის იანვარ-თებერვალი - 465 ერთეული (9.496 მლნ აშშ დოლარი)
2023 წლის იანვარ-თებერვალი - 241 ერთეული (6.809 მლნ აშშ დოლარი)
2022 წლის იანვარ-თებერვალი - 67 ერთეული (2.120 მლნ აშშ დოლარი)
2021 წლის იანვარ-თებერვალი - 69 ერთეული (939.2 ათასი აშშ დოლარი)
2020 წლის იანვარ-თებერვალი - 102 ერთეული (1.549 მლნ აშშ დოლარი)
2019 წლის იანვარ-თებერვალი - 197 ერთეული (1.644 მლნ აშშ დოლარი)
2018 წლის იანვარ-თებერვალი - 143 ერთეული (941 ათასი აშშ დოლარი)
2017 წლის იანვარ-თებერვალი - 10 ერთეული (85.3 ათასი აშშ დოლარი)
საქსტატის მიხედვით, წელს იანვარ-თებერვლის პერიოდში ერთი ელექტრომობილის საშუალო საიმპორტო ღირებულება 17.7 ათასი აშშ დოლარია, წინა წლის იგივე პერიოდში 20.4 ათასი აშშ დოლარი. (შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია საშუალო მაჩვენებლებით, გადასახადების გარეშე. შესაბამისად, ავტომობილის მარკისა და მოდელის გათვალისწინებით, ღირებულება შესაძლოა, უფრო მეტი, ან ნაკლები იყოს)

წელს 2 თვეში ელექტრომობილების მთავარი იმპორტირების სამეულია: აშშ, ჩინეთი და ბელგია.

უფრო კონკრეტულად, იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:
აშშ - 702 ერთეული (10.261 მლნ აშშ დოლარი)
ჩინეთი - 100 ერთეული (2.155 მლნ აშშ დოლარი)
ბელგია - 40 ერთეული (1.611 მლნ აშშ დოლარი)
იაპონია - 35 ერთეული (239.3 ათასი აშშ დოლარი)
გერმანია - 24 ერთეული (1.303 მლნ აშშ დოლარი)

ბიზნესპრესნიუსი