2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.1 პროცენტით განისაზღვრა.

სერვისების ჩამონათვალი, რომელიც 2023 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა შემდეგია:

  • ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 40%
  • საბანკო მომსახურების ღირებულება - 27.9%
  • ძიძის მომსახურების ღირებულება - 20%
  • მღებავის მომსახურება - 18.5%
  • სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა) - 15.2%