ყაზახური მხარის მიერ დაანონსებული პროექტები საშუალებას გვაძლევს, 2030 წლისათვის საქართველოს ნავსადგურებში, სინქრონულად განვავითაროთ ადექვატური ინფრასტრუქტურა, - ასე ფიქრობს "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" (TCRC) პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი. მისი განმარტებით, ორგანიზაციას პერიოდულად მოუწევს გააშუქოს ყაზახეთის, როგორც დერეფნის ტვირნაკადის მაფორმირებელი ქვეყნის, სატრანსპორტო პროექტების მიმდინარეობა, რაც საქართველოს დერეფანზეც, წესით, დადებითად უნდა აისახება.
საქმე ისაა, რომ კასპიის ზღვის საზღვაო ფლოტი შუა დერეფნის „ვიწრო ადგილია“. პაატა ცაგარეიშვილის ინფორმაციით, 2024 წლის მდგომარეობით, ყაზახეთის სავაჭრო ფლოტი აერთიანებს 17 გემს, რომელშიც შედის 10 ტანკეტი, 4 მშრალმზიდი და 3 კონტეინერმზიდი.
ცაგარეიშვილის განმარტებით, ყაზახეთის სატანკერო ფლოტიდან ორი გემი, გადმომისამართებული ჰყავს შავ ზღვაზე, რომელსაც სახელმწიფო კომპანია „კაზმორტრანსფლოტი“ მართავს. ორივე ტანკერი Aframax ის ტიპის - 115 ათ. ტონა ტვირთამწეობისაა, რომლებიც, ყაზახეთის ექსპორტიორების ნავთობს, ნოვოროსიისკის ნავსადგურის ტერმინალიდან რუმინეთში კონსტანცის ნავსადგრამდე ეზიდებიან, სადაც განლაგებულია, «КазМунайГаз» ის კუთვნილი რომპეტროლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
"2023 წელს - აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის მოლაპარაკების საფუძველზე, ჯეიჰანიდან, რუმინეთის ნავსადგურ კონსტანცაში, პირველად განხორციელდა ყაზახური ნავთობის, მისივე კუთვნილი ფლოტით - 80 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება - ფაქტიურად საფუძველი ჩაეყარა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებას ნოვოროსისკის ნავსადგურის გვერდის ავლით.
„კაზმორტრანსფლოტი“ საკუთარი საზღვაო ფლოტით გადაზიდვების 90 % ს ახორციელებს - შავ და ხმელთაშუა ზღვებზე, მხოლოდ დარჩენილი ფლოტი ემსახურება კასპიის ზღვაზე გადაზიდვების, უმნიშვნელო 10 %-ს, რითაც დასტურდება, რომ ყაზახეთი უპირატესობას შავ და ხმელთაშუა ზღვებზე გადაზიდვებს ანიჭებს. რუსეთ - უკრანის დაპირისპირებამ, ყაზახეთი აიძულა, ნავთობნაკადი გადმოერთო რუსეთის ნაცვლად შუა დერეფნისკენ, სადაც წააწყდა გადაულახავ პრობლემებს, რაც, პირველ რიგში, საზღვაო ფლოტის უკმარისობაში გამოიხატებოდა.ყაზახეთმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, გააფართოოს ქვეყნის საზღვაო შესაძლებლობები, რაც ითვალისწინებს კასპიის ზღვაზე შვიდი ახალი გემის ჩაშვებას.
მათში გაერთიანებული იქნება სამი ტანკერი, ორი ბორანი და ორი კონტეინერმზიდი. ამ სტრატეგიული გადაწყვეტილების კვალდაკვალ, 2023 წელს ყაზახეთმა კასპიის ზღვაზე ნავთობის გადაზიდვების მოცულობების გასაზრდელად შეიძინა Caspimax ის „ზღვა - მდინარის“ ტიპის ორი ერთეული 8 ათასი ტონის ტვირთამწეობის ნავთობმზიდი. გარანტირებული ტვირთნაკადის პირობებში, აქტაუს / კურიკის - ბაქოს მონაკვეთზე ნავთობის მზარდი მოცულობების გადმოსაზიდათ, საწყის ეტაპზე დაგეგმილია, დამატებით Caspimax ის ტიპის 3 ტანკერების აშენება, რაც მოითხოვს, მინიმუმ, 3 წელიწადს, რომლის გარეშეც, მოკლე ვადაში, ნავთობის მოცულობების გაზრდა რთულად წარმოსადგენია. კასპიის ზღვაზე საკონტეინერო ნაკადის გაზრდის მიზნით, ყაზახურმა მხარემ 2022 წელს ერთი გემი გადააკეთა კონტეინერმზიდად და რიგში კიდევ ორი გემის გადაკეთებაა დაგეგმილი, ყაზახური მხარე ვარაუდობს 60 000 TEU მდე გაზარდოს საკონტეინერო გადაზიდვები, რასაც ეტაპობრივად ახორციელებს. 2021 წელი - 2021 წელი - 21 000 TEU, 2022 – წელი 33 600 TEU, 2023 წელი - 20 500 TEU, 2024 წელი - 56 500 TEU.სტრატეგიული გეგმის მიხედვით, ყაზახეთი გეგმავს კასპიის ზღვაზე საბორნე გადაზიდვების განვითარებას, ბორნები ყაზახეთს, აზერბაიჯანისგან დროებით აქვს არენდირებული. ყაზახეთის მთავრობის გეგმის მიხედვით, ორი დამატებითი ბორანი, გემთსაშენში 2026 წელს იქნება მზად. საბორნე ფლოტის განვითარება, როგორც ყაზახური „კაზმორტრანსფლოტი“ აცხადებს, დამოკიდებული იქნება ტვირთების გარანტირებულ მოცულობებზე. ერთი ბორნის სავარაუდო ღირებულება 37 - 40 მლნ დოლარს შეადგენს. სადღეისოდ კასპიის ზღვაზე ექსპლუატაციაში 19 ბორანია, 16 აზერბაიჯანის საკუთრებაა, 2 - თურქმენეთის, ერთი რუსეთის. ამიტომ ყაზახეთი ცდილობს, კასპიის ზღვაზე, საკუთარი საბორნე ფლოტის ჩაშვებას.2024 წელს KazMunayGas მა და Abu Dhabi Ports Group მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, ყაზახეთში თანამედროვე, გემთმშენებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ," - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი, "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" (TCRC) პრეზიდენტი.