ირანის პორტების ბლოკადას უფრო მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე დაბომბვას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლშიჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, შეიძლება, ბლოკადას უფრო მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე დაბომბვას. ბლოკადა, რომელიც ჩვენ გვაქვს, საზღვაო ბლოკადა, იგი შესანიშნავია. ჩვენი სურვილის გარეშე არცერთი გემი არ შესულა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ასევე, მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება.
„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ირანისთვის ბირთვული იარაღის ფლობის შესაძლებლობის წართმევა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.