„ენერგეტიკის სფეროს კურატორი მე ვიქნები. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამაზე მაღალი ლეგიტიმაცია ენერგეტიკის სფეროს ვერ ექნებოდა. როდესაც პირადად, ამ შემთხვევაში, ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობს დარგს, ესეც არის დემონსტრირება იმისა, რომ ენერგეტიკის სფერო ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა ენერგეტიკის სფეროს პრიორიტეტულობა და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური განვითარება. „ამ შემთხვევაში, ჩვენი სამინისტრო იქნება ამაზე პასუხისმგებელი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიზნის მისაღწევად, რომ ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი და ნეტო-ექსპორტიორი გახდეს და ის მნიშვნელოვანი ძვრები, რომლებიც ბოლო წლებში დაიძრა, არა თუ შენელდეს, არამედ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გაგრძელდეს და იმ მიზნებს მივაღწიოთ, რაც დასახული გვაქვს," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, რაც შეეხება ცალკე უწყების არსებობის საჭიროებას, იმ შემთხვევაში, თუ სწორად ხდება დარგის მართვა, ამაზე მეტი შედეგის მიღწევა ენერგეტიკისთვის შეუძლებელია, როდესაც ის არის ძალიან ძლიერი სამინისტროს ნაწილი. „ეს ამარტივებს კოორდინაციას სხვადასხვა უწყებასთან. ამა თუ იმ სექტორის განვითარებას სჭირდება ბევრი მომიჯნავე სფეროსთან კოორდინაცია, იქნება ეს სახელმწიფო ქონების განკარგვის საკითხები და ა.შ., ეს ყველაფერი საჭიროებს ძლიერ პორტფელში ყოფნას," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. „ჩვენი გადაწყვეტილება ცალსახაა, რომ ენერგეტიკას კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ. ისეთი კონსოლიდირებული სამინისტროები, როგორიცაა ეკონომიკის სამინისტრო, როგორც წესი, იძლევა საშუალებას, რომ ამა თუ იმ სფეროსთვის იყოს მეტი რესურსი, მეტი კოორდინაცია და ეს ყველაფერი არის მოქნილობის საფუძველი, რომ სფერო უფრო წარმატებით განვითარდეს," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი და ნეტო-ექსპორტიორი გახდეს - ლევან დავითაშვილი
აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვების მოლოდინი იზრდება - რა გავლენა ექნება შედეგებს საქართველოზე
აზერბაიჯანთან საზღვრის, დაახლოებით 15 მონაკვეთის, დემარკაციის პროცესის დაჩქარებას ვგეგმავთ - საკითხის ნაწილია გარეჯის მონასტერიც - ირაკლი კობახიძე
კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას და მისასალმებელია, რომ ნანა ყეინიშვილმა მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება - თურნავა
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი