საქართველო ჩინეთის ღვინის იმპორტში, ღირებულების თვალსაზრისით, ტოპ 10 ქვეყანას შორისა. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists-AAWE) ანგარიშში წერია.

2023 წელს ჩინეთმა საქართველოდან 11.69 მლნ დოლარის ღვინის იმპორტი განახორციელა, რაც, წინა წელთან შედარებით, 3.33 მლნ დოლარით ნაკლებია.

ჩინეთს ყველაზე მეტი ღვინო საფრანგეთიდან შეაქვს, 2023 წელს ქვეყანაში 559.72 მლნ დოლარის ღვინო შევიდა. მეორე ადგილზე ჩილეა, საიდანაც იმპორტმა 224.10 მლნ დოლარი შეადგინა. მესამე ადგილზე კი იტალიაა, საიდანაც ღვინის იმპორტი ერთ წელიწადში 13,6%-ით შემცირდა.

ჩინეთში ღვინის მთავარი იმპორტიორი ქვეყნები (2023 წელი):

  • საფრანგეთი - 559.72 მლნ დოლარი (-15,4%)
  • ჩილე - 224.10 მლნ (-31,4%)
  • იტალია 117.22 მლნ (-13,6%)
  • ესპანეთი - 66.99 მლნ (-34,5%)
  • აშშ - 51.07 მლნ (+5,4%)
  • ახალი ზელანდია - 28.69 მლნ (-3,2%)
  • გერმანია - 24.44 მლნ (-6,1%)
  • სამხრეთ აფრიკა - 21,41მლნ (+4.9%)
  • არგენტინა - 17.04 მლნ (-18,3%)
  • საქართველო - 11.69 მლნ (-22,2%).