2025 წლის პირველ კვარტალში ფოთის პორტში ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი, 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია, - ინფორმაციას თავად ტერმინალი ავრცელებს.

ეიპიემ ტერმინალს ფოთის მონაცემებით, 2025 წლის 1-ელ კვარტალში 146 468 TEU კონტეინერი დამუშავდა,  2024 წლის ანალოგიურ პერიოდში - 126 512.  ამავდროულად გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც.  

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“  წლის დასაწყისიდან დღემდე 81 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 74.გაზრდილია ნაყარი ტვირთის მიღებაც: თუ კომპანიის მიერ წელს 82 369 ტონა ტვირთი დამუშავდა, შარშან ამ დროს ეს რაოდენობა მხოლოდ 37 281 ტონა იყო. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 წლის მანძილზე (2022-2025წწ) პირველ კვარტალში დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წელს დაფიქსირდა, ისევე როგორც მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობა“, - ნათქვამია APM Terminals-ის ინფორმაციაში.