Galt & Taggart-ის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში ქვეყანამ ჯამში 6.9 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა. წლიურ ჭრილში მოხმარება 2%-ითაა გაზრდილი.

აღმოჩნდა, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში მოხმარების მატება ძირითადად პირდაპირი (4.5%-ით) და საცალო მომხმარებლების (4.2%-ით) გაზრდილი მოთხოვნის შედეგი იყო.

პირდაპირი მომხმარებელი ძირითადად მსხვილი ბიზნესია, ბიზნესს შეუძლია პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირდეს და პირდაპირ ივაჭროს საბითუმო ბაზარზე.

ცნობისთვის, 2025 წლის პირველი ივლისიდან პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაცია სავალდებულოა 35-110 კვ ძაბვაზე დაერთებული ყველა კომპანიისთვის და 6-10 კვ ძაბვის იმ აბონენტებისთვის, ვინც თვეში არანაკლებ 1 მლნ კვტ.სთ-ს მოიხმარენ.

რაც შეეხება, საცალო მოხმარებას, აქ თელასის, ენერგო-პრო ჯორჯიას, თელმიკოს და ეპ ჯორჯია მიწოდების ელექტროენერგიის ჯამური მოხმარება დაანგარიშებული.