აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მაგისტრალი რეკონსტრუქციის შემდეგ ორ კვირაში გაიხსნება, გახსნის ზუსტი თარიღი აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა დაასახელა. როვშან რუსტამოვის თქმით, BTK-ის გახსნა 20 მაისს იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ BTK მაგისტრალი 2017 წელს ამოქმედდა. მის შესაქმნელად საჭირო იყო თურქეთის ქალაქ ყარსის საქართველოს ქალაქ ახალქალაქთან ახალი რკინიგზით დაკავშირება, ასევე უკვე არსებული ახალქალაქი-თბილისის რკინიგზის მონაკვეთის განახლება.
გასულ გაზაფხულზე მოდერნიზაციის გამო BTK-ზე მოძრაობა შეწყდა. მოდერნიზაციის შემდეგ ტვირთების გადაზიდვის მოცულობის ხუთჯერ ზრდაა მოსალოდნელი. მოსალოდნელია, რომ პირველ ეტაპზე ტვირთბრუნვა წელიწადში 6,5 მილიონ ტონას, მგზავრთა მოცულობა კი მილიონამდე ადამიანს მიაღწევს.