ფუნქციონირების დაწყებიდან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობამ 4,4 მილიარდ ბარელზე მეტი შეადგინა. ინფორმაციას BP ავრცელებს.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს დაახლოებით 223 მილიონი ბარელი (29 მილიონ ტონაზე მეტი) ბი-თი-სი-ს მიერ ექპორტირებული ნედლი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე 305 ტანკერში ჩაიტვირთა
„2024 წლის განმავლობაში, BTC-ს საქმიანობის ფარგლებში ჩვენი საოპერაციო დანახარჯი დაახლოებით 146 მილიონ აშშ დოლარი იყო და კაპიტალური დანახარჯი კი 44 მილიონ აშშ დოლარი.
1768კმ სიგრძის მილსადენმა 2006 წლის ივნისში ფუნქციონირების დაწყებიდან 2024 წლის ჩათვლით ჯამში 4.4 მილიარდზე მეტი ბარელი ნედლი ნავთობი გაატარა (591 ტონაზე მეტი). 5,862 ტანკერი დაიტვირთა და გაიგზავნა მსოფლიო ბაზრებზე.
2024 წლის განმავლობაში, დაახლოებით 223 მილიონი ბარელი (29 მილიონ ტონაზე მეტი) ბი-თი-სი-ს მიერ ექპორტირებული ნედლი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე 305 ტანკერში ჩაიტვირთა.
ბი-თი-სი ამჟამად ძირითადად აზერბაიჯანიდან ACG-ის ნედლი ნავთობის და შაჰ- დენიზის კონდენსატის ტრანსპორტირებას ახორციელებს. ბი-თი-სი-ს საშუალებით ასევე გრძელდება კასპიის რეგიონის ნედლი ნავთობის და კონდენსატის (ყაზახეთიდან, თურქმენეთიდან და სოკარის აზერბაიჯანში წარმოებული მოცულობებიდან) სხვა მოცულობების ტრანსპორტირება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანიის (BTC Co.) აქციონერები არიან: bp (30.10%), Socar (32.97%), MOL (8.90%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), ONGCVidesh (3.10%), ExxonMobil (2.50%) and INPEX (2.50%).