2023 წლის 5 თვეში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის, წლიურად 316%-ით მეტი, 795 მილიონი დოლარის ღირებულების 42 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. 

Top-10 ქვეყანა, სადაც ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა:

1) აზერბაიჯანი - $189 მლნ, წლიური ზრდა 96%; 
2) ყაზახეთი - $187 მლნ, წლიური ზრდა 692%; 
3) ყირგიზეთი - $182 მლნ, წლიური ზრდა 1962%; 
4) სომხეთი - $149 მლნ, წლიური ზრდა 1690%; 
5) რუსეთი - $41 მლნ, წლიური ზრდა 458%;
6) ტაჯიკეთი - $13 მლნ, წლიური ზრდა 382%; 
7) ბელგია - $11 მლნ, წლიური ზრდა -22%; 
8) არაბთა გაერთიანებული საამიროები - $6 მლნ, წლიური ზრდა 45%; 
9) უკრაინა - $5 მლნ, წლიური ზრდა -67% ; 
10) თურქეთი - $3 მლნ, წლიური ზრდა 318%.

რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში განხორციელდა 1,015 მლრდ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, რაც ასევე, რეკორდული მაჩვენებელია.