2023 წლის აპრილში თბილისში სულ 416 ახალი ბინა გაიყიდა რაც 2022 წლის აპრილთან შედარებით 33%-ით ნაკლებია. ხოლო წინა თვესთან შედარებით 34%-იანი კლება დაფიქსირდა. ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.
„ძველი ბინების შემთხვევაში განხორციელდა 2,096 ტრანზაქცია, რაც 19%-ით ნაკლებია 2022 წლის აპრილთან შედარებით. თვიურ ჭრილში კი გაყიდვები 22%-ით შემცირდა. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ბინების გაყიდვებმა უფრო მეტად იკლო, ახალი ბინების წილი მთლიან ტრანზაქციებში 17%-მდე შემცირდა.
საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ახალი (+42%), ასევე ძველი ბინების (+30%) შემთხვევაში.
თუმცა წინა თვესთან შედარებით ახალ ბინებში ფასი 2.5%-ით შემცირდა, ძველ ბინებში კი 2.3%-ით გაიზარდა.
2023 წლის აპრილში მთლიან გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი (39%) 50-დან 75 კვ.მ- მდე ფართობის ბინებს უკავია. 35-დან 50-კვ.მ-მდე ბინების წილი 23%-ს გაუტოლდა. გაყიდული ბინების მხოლოდ 6% აღემატებოდა 125 კვ.მ-ს“, - აღნიშნულია უძრავი ქონების კვლევაში.
მნიშვნელოვნად გაიზარდა მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილი მთლიან ტრანზაქციებში წინა პერიოდთან შედარებით.