საადრეო საზამთროს იმპორტის მოცულობა 2022 წლის რეკორდს თითქმის იმეორებს, ამის შესახებ EastFruit-ი წერს.

ამ ეტაპზე საქართველოში მხოლოდ იმპორტირებული საზამთროა. ადგილობრივი მოსავლის აღება ივლისიდან აქტიურდება. ივლისამდე მხოლოდ ზოგიერთი საადრეო ადგილობრივი ჯიში იწყებს ბაზარზე გამოჩენას. თუმცა, ივნისი მაინც იმპორტის თვეა. ფაქტობრივად, საზამთროს იმპორტის პიკი ივნისშია, - საქართველოს ბაზრის დაკვირვების შედეგად ასეთ დასკვნას აკეთებს EastFruit.

აპრილის და მაისის მონაცემების მიხედვით, იმპორტის მოცულობა თითქმის იგივეა, რაც რეკორდულ 2022 წელს იყო. 2023 წლის აპრილ-მაისში საქართველოში საზამთროს იმპორტის მოცულობამ დაახლოებით 2800 ტონა შეადგინა.

2023 წელს საქართველოს ბაზარზე საადრეო საზამთროს ძირითადი მომწოდებლები არიან ირანი (77%) და თურქეთი (23%). თურქი მომწოდებლები აცხადებენ, რომ წარმოების ხარჯები იზრდება, რადგან ინფლაცია, რაც საზამთროს ექსპორტის ფასებს 10%-ით (FreshPlaza) აძვირებს.

ქართველ ფერმერები საადრეო მოსავალს მოუთმენლად ელიან. თურქი ფერმერების მსგავსად, გაზრდილ ხარჯებზე ადგილობრივებიც საუბრობენ. სასუქებსა და ქიმიკატებზე მაღალი ფასების გამო, სეზონზე წარმოების ხარჯები, წლის განმავლობაში, 20%-ით გაიზარდა.

სამაგიეროდ, საქართველოში საადრეო მოსავალი დაახლოებით 10 დღეში გამოჩნდება. მაღალი მოთხოვნისა და გაზრდილი ხარჯების გამო, ადგილობრივი ფერმერები ფიქრობენ, რომ კილო საზამთრო 70–80 თეთრი ეღირება, შარშან კილო საზამთროს ფასი 50 თეთრი იყო.

EastFruit-ი წერს, რომ ირანმა ახლახან საზამთროს ექსპორტი (didbaniran.ir) აკრძალა, რამაც გავლენა უნდა იქონიოს საქართველოში ქართული საზამთროს ფასზე.