ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი სარკინიგზო ხაზი მთლიანობაში 18 კმ, სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს, - აცხადებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, ლაშა აბაშიძე. მისი თქმით, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.

GR-ის ინფორმაციით, „უკვე გამოცხადებულია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი რკინიგზის ბაზრის კვლევა.

ეს „საქართველოს რკინიგზისთვის“ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი და მოიცავს 18 კმ მონაკვეთის სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ჩვენს არსებულ მაგისტრალთან.

აღნიშნული პროექტის ფინანსდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და ასევე ყველა შესყიდვის პროცედურა განხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.