ახმეტაში კაკლის და ნუშის ბაღი 800 000 ლარად იყიდება. ბაღი გაშენებული 10 ჰა-ზე, სადაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი, მოსავლის შესანახი საწყობი და ფარდული. შენობის ფართობი 155 კვ.მ.-ია.

„ბაღი შემოღობილია მეტალის ბადით. ხეები ირწყვება წვეთოვანი სარწყავი სისტემით, რომელიც სრულყოფილად არის გამართული. ასევე ფასში შედის საკუთარი ელექტრო ტრანსფორმატორი, 50 ცძ ახალი ტრაქტორი თავისი აგრეგატებით: სატვირთო მისაბმელი, საწამლი, სათიბი და ბალახის შემგროვებელი. ნუშის სატეხი და სარჩევი მცირე ქარხანა, კაკლის და ნუშის საშრობი და შემნახველი კონტეინერები“, - ნათქვამია აუქციონის აღწერაში.

აუქციონი 20 სექტემბერს დასრულდება.