ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის პირობებში, რეგიონის ქვეყნები, სავარაუდოდ, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების გეგმებს გადახედავენ, - ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ახალ მიმოხილვაშია ნათქვამი.

TCRT- სინფორმაციით, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება:

რუსეთ – ირან – ინდოეთის დამაკავშირებელი ჩრდილოეთ სამხრეთ დერეფანი;

ინდოეთიახლო აღმოსავლეთიევროპა (IMEC) ის მულტიმოდალური დერეფანი;

შუა დერეფნის ალტერნატიული, ყაზახეთ – უზბეკეთ -თურქმენეთ – ირან – თურქეთზე გამავალი სამხრეთ დერეფანი.

გარდა ამისა, ირანის მხრიდან სპარსეთისა და ომანის ყურეების დამაკავშირებელი ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შემთხვევაში, ნაოსნობის თვალსაზრისით, დამატებითი სირთულეები შეექმნებათ რეგიონის ქვეყნებს, რაც მსოფლიოში ნავთობის ფასზე ნეგატიურად იმოქმედებს.

ინდოეთიახლო აღმოსავლეთიევროპა (IMEC) და  ჩრდილოეთ სამხრეთ სატრანსპორტო დერეფნების დამუხრუჭებით, პირველ რიგში, ყველაზე მეტად ინდოეთი დაზარალდება, რადგანაც ორივე სატრანსპორტო დერეფნის ფუნქიონირება ინდოეთთან სავაჭრო ურთიერთობებზეა დამოკიდებული.

„ჩრდილოეთ სამხრეთ სატრანსპორტო დერეფნი

სწორედ ინდოეთი იყო 2000 წელს ევროპაში თავისი საქონლის მიწოდებისთვის ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი.

ჩრდილოეთ-სამხრეთის ლოგისტიკური მარშრუტი ირანსა და რუსეთზე გადის და მნიშვნელოვნად მოკლეა, ვიდრე სუეცის არხზე გამავალი მარშრუტი.

ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის განვითარების მიზნით, ირანის ნავსადგურ ჩაბაჰარში, სწორედ ინდოეთი იყო მსხვილი ინვესტიციების განხორციელების და აშშ ს სანქციების მოხსნის ინიციატორი.

ინდოეთმა ირანთან 10 წლიანი კონტრაქტი გააფორმა ირანის ჩაბაჰარის ნავსადგურის განვითარებასა და ოპერირებასთან დაკავშირებით. რისთვისაც 370 მლნ დოლარის ინვესტიციების ეტაპობრივად განთავსება აქვს განზრახული.

ინდოეთთან ერთად იკვეთება რუსეთის სტრატეგიული მიზანი,  ირანთან და ინდოეთთან ერთობლივად, სუეცის საზღვაო მარშრუტის,  ჩრდილოეთ – სამხრეთდერეფნით ჩანაცვლება, რითაც რუსეთი უმოკლესი სახმელეთო არტერიით, ჩაბახანის ნავსადგურს დაუკავშირდება, ხოლო შემდგომსაზღვაო მიმართულებით ინდოეთის მუმბაის ნავსადგურს.

აღსანიშნავია, რომ თუ სანქციების დაწესებამდე 2021 წელს ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნით 13.8 მლნ ტონა გადაიზიდებოდა, 2024 წელს თითქმის ორჯერ გაიზარდა და 26.9 მლნ ტონა მიაღწია (იხ.დიაგრამა).

ფაქტიურად, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგად რუსეთი დაკარგავს ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფანზე წვდომას.

ირანის მიმართულებით სატრანსპორტო არტერიების გადაკეტვა რუსეთისთვისმომაკვდინებელი დარტყმა იქნება.

ინდოეთიახლო აღმოსავლეთიევროპა (IMEC) ის სატრანსპორტო დერეფანი

ჩრდილოეთ – სამხრეთ ფუქნციონალური დერეფნისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაზეა ინდოეთიახლო აღმოსავლეთიევროპა (IMEC) ისსატრანსპორტო დერეფანი.

2023 წლის სექტემბერში ინდოეთი, აშშ, საუდის არაბეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ აზიიდან ევროპაში ახალი სატრანსპორტო და ეკონომიკური დერეფნის – ინდოეთი – ახლო აღმოსავლეთი – ევროპა (IMEC) გაჭრის შესახებ.

მარშრუტი გადის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (UAE), საუდის არაბეთში, იორდანიაში, ისრაელში, ფაქტიურად  კონფლიქტის ზონაში და შემდგომ ევროპაში.

IMEC დერეფნის სტრატეგიულ კვანძს ისრაელის ჰაიფას ნავსადგური წარმოადგენს. 2022 წელს ინდოეთის Adani Ports and Special Economic Zone (APSEZ) ის და ისრაელის Gadot Group ისგან შემდგარმა კონსორციუმმა ჰაიფის ნავსადგურის პრივატიზების ტენდერი 1.2 მილიარდ დოლარად მოიგო.

IMEC დერეფნის პროექტის განხორციელება რკინიგზის ინფრასტრუქტურის მასშტაბურ მოდერნიზაციას მოითხოვს, ამასთან დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი ნულიდან შესაქმნელი.

ექსპერტთა ვარაუდით, ინდოეთი-ახლო აღმოსავლეთი-ევროპის დერეფანმა შესაძლოა მრავალი გრძელვადიანი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტის ბედი გაიზიაროს, რომლებმაც პოლიტიკური რისკები არ გაითვალისწინეს და განხორციელების ეტაპამდე ვერ მიაღწიეს.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაჭიანურების შემთხვევაში, მსხვილი ინვესტიციების განთავსების თვალსაზრისით, ინდოეთმა შესაძლოა გადახედოს აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნების განვითარების უახლოეს გეგმებს.

სამხრეთ დერეფნის მარშრუტი 

ბოლო პერიოდში შესამჩნევია შუა დერეფნის ალტერნატიული, ყაზახეთ – უზბეკეთ – თურქმენეთ – ირან – თურქეთზე გამავალი სამხრეთ დერეფნის მარშრუტის გააქტიურება, რაც სამხრეთ დერეფნის მონაწილე ქვეყნების მთვარობებს შორის ინფრატრუქტურის სრულყოფის, საბაჟო პროცედურების გამარტივების და შეთანხმებული სატარიფო პოლიტიკის მიმართულებით გაფორმებული ხელშეკრულების ინტენსიობით დასტურდება.

2024 წლის მაისში ხელი მოეწერა ოთხმხრივ ხელშეკრულებას ჩინეთს, ყაზახეთს, თურქმენეთსა და ირანს შორის, რომელიც გარანტირებულიტრანზიტისპირობებში კონტეინერების გადაზიდვის ერთიან კონკურენტულ ტარიფს ადგენს.

ბუნებრივია, საომარი მოქმედებების არეალში საკონტეინერო მატარებლებით ძვირადღირებული პროდუქციის გადაზიდვა სამხრეთ დერეფნის გამოყენებით შეუძლებელი იქნება. 

ჰორმუზის სრუტის  დაკეტვის პირობებში – თურქეთის პოზიციონირება

ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შემთხვევაში გარდა იმისა, რომ დამატებით სირთულეებს შეუქმნის რეგიონის ქვეყნებს, პირველ რიგში ირანისთვის მისი ნავთობნაკადის გადაზიდვებზე ექნება ნეგატიური ზეგავლენა.

ჰორმუზის სრუტის შესაძლო დაკეტვის პირობებში, რომელიც სპარსეთის და ომანის ყურეებს აკავშირებს და ამით უზრუნველყოფს საზღვაო წვდომას ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ერაყი, ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE), ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, კონფლიქტის არეალში თურქეთის პოზიციონირება.  

ამ სიტუაციაში, თურქეთის მიზანია მის ტერიტორიაზე გამავალი ალტერნატიულ სახმელეთო მარშრუტების განვითარება.

თურქეთის მხრიდან  აქცენტი კეთდება შუა დერეფნის და  განვითარების დერეფნის პროექტების ახალ ლოგისტიკურ ინიციატივებზე – რომელიც ერაყთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან და კატართან ერთად არის შემოთავაზებული.

თურქეთი ჰორმუზის სრუტის დაკეტვის პირობებში,  შუა დერეფნისა და განვითარების დერეფნის პროექტების განხორციელებას ანიჭებს პრიორიტეტს.

განვითარების დერეფნის 2 100 კმ  თურქეთის ტერიტორიაზე გადის, მასში თურქეთი 24 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განთავსებას გეგმავს. ასევე თურქეთი ცდილობს  გააძლიეროს შუა დერეფანი, რომლის 2 200 კმ, ასევე თურქეთის ტერიტორიაზეა განთავსებული.

განვითარების დერეფნის პროექტის განხორციელება ერაყის ხელისუფლებამ 2023 წელს დაიწყო. თუმცა, მისი გამოყენებისთვის, ჯერ კიდევ აუცილებელია 1 200 კმ ზე მეტი სიგრძის რკინიგზის მშენებლობა.

ამ მიზნით 2024 წლის აპრილში თურქეთმა, ერაყმა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და კატარმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივ ძალისხმევას საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემის შესაქმნელად.

დასკვნის სახით – ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის პირობებში, რეგიონის სამი სატრანსპორტო დერეფანი აღმოჩნდება შესაძლო დარტყმის პირობებში. კონფლიქტის დროში გაჭიანურების პირობებში მოსალოდნელია დერეფნების სახელმწიფოებმა შეცვალონ საინვესტიციო გეგმები.

ასეთ პირობებში, სატრანსპორტო ნაკადები ახალ დერეფნებზე იქნებიან გადანაწილებულნი, შესაბამისად საქართველოზე გამავალ შუა დერეფანს შესაძლებლობა ეძლევა მოიზიდოს დამატებითი ტვირთები.

ახალ ვითარებაში დამატებითი ტვირთების სტრუქტურის და მოცულობების დადგენა სათანადო კვლევებს მოითხოვს, რისი განხორციელების აუცილებლობა სახელმწოფოს პრეროგატივას წარმოადგენს“, - ნათქვამია TCRT-ს მიმოხილვაში.

transcor.ge